|
2025-01-31 13:19:32, 1653 ნახვა
რეგიონი
მოსკოვიდან სოხუმში ჩავიდა ახალი კურატორი სერგეი კირიენკო
სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა. კირიენკო უკვე შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ მიხაილ შურგალინი. "ბგანბამ და კირიენკომ განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები, ასევე გაცვალეს სუვენირები", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „არჩევნები“ 15 თებერვალსაა დაგეგმილი, ანალიტიკოსები მოსკოვის ფავორიტად ბარდა გუბნას მიიჩნევენ. სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში - 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე იყო. 2005 წლიდან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია "როსატომის" გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა. 2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორია" ალექსანდრე ნოვაკი; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)