|
2025-01-30 14:28:10, 576 ნახვა
სამართალი
ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი შეიტანა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, 2 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი წარადგინა. როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო უჩივის, თუმცა იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყება რაიმეს გამოიძიებს. მისივე თქმით, კადრებში, რომელიც საგამოძიებო უწყებას საჩივართან ერთად წარუდგინეს, ჩანს, თუ როგორ უქნევს ალი ბაბაევი თავის არეში რკინის კედს, რომელსაც შესაძლოა ფატალური შედეგი დაეყენებინა. „2 დეკემბერს ვერაზე მოხდა ინციდენტი. „ქართული ოცნების“ სტაჟიანმა პროვოკატორმა, ალი ბაბაევმ მთელი ოპერაცია დაგეგმა. შემაგინა, რაზეც რეაქცია მქონდა. 2 დღის შემდეგ კი სპეცრაზმმა ცემა-ტყეპით დამაკავა და 12 დღე ციხეში გამატარებინა. შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მქონდა მისჯილი, გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე - დევნა პოლიტიკური ნიშნით - ჩემს წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. თითქოს პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი არსებობს. კადრებში ჩანს, ჩხუბის შემდეგ ალი ბაბაევმა კეტი წაართვა ვიღაცას და მომიქნია, ის, რომ მომხვედროდა გადამიხლეჩდა თავს, თუმცა ამაზე ყურს არავინ არ იბერტყავს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, როგორც ცნობილია, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)