|
2025-01-29 13:49:07, 504 ნახვა
სამართალი
აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს. საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ ხდის. 18 წლის ბიჭის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, პატიმრობის დასაბუთებად პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. ადვოკატის პოზიციით, დღეს ის საფრთხეები, რაც 7 დეკემბრის განჩინებაში იყო დასახელებული, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ძალაში დარჩეს პატიმრობა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური მოწმე არაა – არის გამომძიებელი ან ექსპერტი და საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ამ მოწმეებზე. მისი პოზიცია იყო, რომ ვინაიდან საბა ჯიქია არ ცნობს თავს დამნაშავედ, დარჩენილიყო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ალტერნატივად კი განეხილათ გირაო 5000 ლარის ოდენობით. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს, 14:00-ზე დაინიშნა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)