|
2025-01-28 12:17:23, 456 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თედო აბრამოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. „დაკავების მომენტში არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა აბრამოვმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, მის მიმართ ჰქონდა თუ არა უფლებების დარღვევას ადგილი. მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება - 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს. თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)