|
2025-01-24 16:17:15, 598 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს
თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. არსებული ინფორმაციით, მოკლული 26 წლის მამაკაცი ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან არის. ადგილობრივების ინფორმაციით, ის დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და მას გაუჩინარების შემდეგ საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. მოკლულის დედა, თეო კრაწაშვილი ადასტურებს, რომ ლევან ჯანგულაშვილს 12 დღის განმავლობაში ეძებდნენ:
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)