|
2025-01-23 16:00:01, 586 ნახვა
სამართალი
ალეკო ელისაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება. ელისაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ წარდგენილი მუხლი "აბსოლუტურად აბსურდულია" და ბრალს არ აღიარებს. "ფაქტია, რომ დღეს არ დამიჭირეს. სამწლიანი მუხლით არის ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრული. 6 თებერვალს იქნება მომდევნო სხდომა, აბსოლუტურად აბსურდული მუხლი მაქვს წარდგენილი - პოლიტიკური დევნის. გიორგი გახარიას რომ 5 კაცი ურტყამდა, პრემიერმინისტრი რომ იყო კაცი და ყველა მაღალი თანამდებობა ეკავა, არ აღძრეს საქმე პოლიტიკური დევნით, თურმე ეგ არ ყოფილა პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ მე რომ ვიღაცა ქოციან, ოხერ, კაციშვილმა რომ არ იცის ვინ არის, ალი ბაბაევს შემოვცხე, როცა რამდენჯერმე შემაგინა - აღძრეს პოლიტიკური დევნით". - თქვა ელისაშვილმა. ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი პოლიტიკური დევნა ედება, საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლით არის აღძრული
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)