|
2025-01-23 13:33:35, 604 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ესწრება ბრალდებული კაცია. მან გასულ სხდომაზე საკუთარ საქმეზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკები "ჩაუდეს". ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)