23:19 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 12:21:44, 568 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.

„რიცხვი არ მახსოვს, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გზა გადამეკეტა. მტკიცებულებები, რაც ვნახე, არაფერი არ არის, ველოდები, პროცესზე რა მტკიცებულებებს წარადგენენ. ჩემს პროცესში ყველაზე ნაკლებ პრობლემას ვხედავ, მთავარია პატიმრების ის რაოდენობა და ის პატიმრები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. მთავარი სათქმელი ახლა ყველასი უნდა იყოს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics