|
2025-01-22 11:38:42, 532 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - როცა ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, მერია მას გადასცემდა ჯილდოს 1000 ლარის სახით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 000 ლარი იქნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 100 და მეტი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ჯილდო გაათმაგდა და 10 ათასი ლარს შეადგენს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს ათასი ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 ათასი ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება. გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი და 34-ს კი 101 და მეტი. მინდა ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჯილდოს მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)