|
2016-03-05 10:02:15, 1812 ნახვა
კომენტარი
კალაძე: დესტრუქციული ჯგუფები მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის და ენერგეტიკის დარგის დისკრედიტაციას
ჩვენთვის სამწუხაროდ, ქვეყანაში არის გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის, ზოგადად, ენერგეტიკის დარგის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებული განცხადებები სრულიად გაუგებარია, თუმცა საზოგადოება კარგად იცნობს ამ ადამიანებს, რომლებისთვისაც რუსეთისთვის მაგისტრალის მიყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შეძენა სამშობლოს ღალატად მიაჩნიათ. „ჩვენთვის სამწუხაროდ, ქვეყანაში არის გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის, ზოგადად, დარგის დისკრედიტაციას და თავიანთ სიცრუეზე, დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებებით აქვთ სურვილი, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს არაფერი კეთდება ენერგეტიკაში, არ ხორციელდება პროექტები, კალაძე არის კორუმპირებული. ესენი არიან ის ადმაიანები, ვინც საუბრობდა, რომ ამ მაგისტრალის მიყიდვა რუსეთისთვის, არანაირი პრობლემა არ იყო. თუმცა, თუ ჩვენ დამატებით მოცულობებს შევიძენთ რუსეთიდან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და სამშობლოს ღალატი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს გუშინ მოაწერეს ხელი. ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)