|
2025-01-21 18:20:06, 563 ნახვა
საზოგადოება
ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე გლდანსა და სოფელ დიღომს შეეხება
ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე გლდანსა და სოფელ დიღომს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. 22 იანვარს 11:00-იდან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გლდანში მებაღიშვილის, მიხეილ ხერგიანის, მიქატაძის, ბარათაშვილის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე. 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ჯიჯონი, ამირთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, წითურები, ქერიაანთკარი, ნოჯა, ბიწმენდი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-იდან 15:00 საათამდე მომხმარებლებს - აბანოსხევში, ჭოპორტში, ბულაჩაურში, წითელსოფელში. 14:30-იდან 14:40 საათამდე აბონენტებს - ჟინვალში, ანანურში, ბიჩნიგაურებში, ციხისძირში და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 12:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 14:00-იდან 16:00 საათამდე სოფლებში - ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, ზაქარო, გაზის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00-იდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლევან რჩეულიშვილის, რენე შმერლინგის, ვახტანგ ცინცაძის, ანდრონიკაშვილის, ნანეიშვილის ქუჩებზე, ჩილიპირების ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-იდან 17:00 საათამდე - ხატაეთის, შერმადინის, ნურადინ ფრიდონის, ვახუშტი ბატონიშვილის, ცამეტი ასურელი მამის, რენე შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებზე.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)