|
2025-01-20 14:04:15, 537 ნახვა
სამართალი
პროკურორი - საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ შეღავათის გაწევის საფუძველი გახდა. ამასთან პროკურორის თქმით, დაზარალებულებს პარლამენტის შესასვლელთან არსებული ჯებირის 400-ლარიანი ზარალი ანაზღაურებული აქვთ. ჭიტაძის განმარტებით, მსჯავრდებულებს სასჯელი მათი ოჯახური მდგომარეობის, ერთ-ერთის წარსულში ნასამართლეობის მიხედვით განესაზღვრათ. „მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ და საბოლოოდ მათ სასჯელის სახედ განესაზღვრათ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, 1 წელი პირობითი მსჯავრი. ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც საფუძველი გახდა, სახელმწიფოს მათ მიმართ შეღავათი გაეწია და აღნიშნული პირობით მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ ასევე აანაზღაურეს ზიანი. მათ ზიანის ანაზღაურება მაშინ მოახდინეს, როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განცხადებით მათ გუშინ მოგვმართეს. როცა ამ განცხადებით მოგვმართეს, ჩვენ ეს განცხადება განვიხილეთ და საპროცესო შეთანხმება გავუფორმეთ. მოცემულ შემთხვევაში ბრალად წარდგენილი ქმედება თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 3-დან 6-წლამდე ვადით, მხედველობაში მივიღეთ საბა მეფარიშვილის ნასამართლეობა, მას საპროცესო შეთანხმება რომ არ გაფორმებოდა, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრებოდა. მხედველობაში მივიღეთ ასევე მათი ოჯახური მდგომარეობა, წარსულში ნასამართლეობა და აღიარება, აქედან განესაზღვრათ მათ ეს სასჯელი“, - განაცხადა ჭიტაძემ. პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)