|
2025-01-16 09:31:04, 1328 ნახვა
კომენტარი
ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა
საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა Сharleston Mercury-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური პარლამენტი და დააყენა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე მიიღო დრაკონული კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას ახდენს, სცემენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს. „მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგეს ქართველებს, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის“, - წერს უილსონი. მისი თქმით, ქართველი ხალხი შეერთებული შტატების დიდ მეგობრებს შორისაა და მათი კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომელიც სავალდებულოს ხდის საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციას. „საქართველოში თავისუფლება კარგია ამერიკისთვის და ხელს უშლის აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ბოროტად გამოყენებას. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალი ხალხის მიმართ“, - წერს უისლონი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)