|
2016-03-04 12:24:59, 1777 ნახვა
კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგი არ არის, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიქაუტაძის თქმით, ეს თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. „საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. პირველ რიგში ძალიან დიდი პოასუხისმგებლობაა. ძალიქნ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ეს არისი დიდი გამოწვევა ჩემთვის. იმისთვის, რომ ამ საქმის კეთებას გავართვათ თავი“, - აღნიშნა მიქაუტაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენს გადაწყვეტილებებზე იყო პრეტენზიები და რას უპასუხებდით? მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ყველა ეს საკითხი გავლილია და ის სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს. „ჩემი ყველა გადაწყვეტილება არ მახსოვს. შენახულია არქივში და შეგიძლიათ გაეცნოთ“, - აღნიშნა მან. ამასთან მიქაუტაძემ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და დასძინა რომ ყველა საკითხი გამოსწორდება. ჟურნალისტის კითხვაზე სამართლებრივად რამდენად სწორი იყო მამუკა ახვლედიანის სასამართლოდან დათხოვნა, უპასუხა, რომ „ეს არის საბჭოს გადაწყვეტილება და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა“, - დასძინა მან.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)