|
2025-01-14 12:47:09, 465 ნახვა
სამართალი
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვს
პროკურატურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ შესაბამისი შუამდგომლობა დააყენა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც ამაღლობელის დაკავებას უძღოდა წინ. „11 იანვარს, საღამოს, პოლიციის შენობის შესასვლელ ეზოში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ბრალდებულის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე ქალბატონი მზია გამოდის კვლავ იმავე ადგილზე. რამდენიმე წუთში შემდეგ, იმავე ადგილზე, პოლიციის შენობის შესასვლელ ეზოში პოლიციის თანამშრომელზე, საქალაქო სამმართველოს უფროსის წინაშე თავდასხმა ხდება - მოქაჩვა, ხელის დარტყმა, შესაბამისად, ხდება მისი სისხლის სამართლებრივად დაკავება და გადაყვანა“,- განაცხადა პროკურორმა. სასამართლოს შუამდგომლობით მიმართვა დაცვის მხარემაც. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)