|
2025-01-13 14:32:30, 640 ნახვა
საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძის დედა საბანკო სექტორს - არ შეუშალოთ ხელი თანამშრომლებს, ვისაც უნდა, რომ გაიფიცოს
დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე საქართველოს ბანკის დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდა. შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორს მოუწოდა ხელი არ შეუშალონ თანამშრომლებს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობის მიღებაში. "გვითხრეს, რომ არ შეიზღუდება არცერთი თანამშრომელი და არ დაისჯება არცერთი თანამშრომელი. ახლა ველოდებით რომ ეს აღასრულონ და გააკეთონ თვითონაც კომენტარი. [...] ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი". - თქვა გუნცაძემ შეხვედრის შემდეგ. დღესვეა დაგეგმილი შეხვედრა TBC ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრამდე გუნცაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა: "მე ვარ ანდრო ჭიჭინაძის, პატიმრის დედა და ყველა დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, ამ 3-საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, არ შეუშალონ ხელი თავიანთ თანამშრომლებს ვისაც ნება აქვს და უნდა, რომ გაიფიცოს და მინდა, მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ეს თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცებიან არ დაისაჯონ. ამას ვითხოვ და მოვითხოვ, თუ გინდათ, რომ პატიმრის მშობლებს, პატიმრებს დაუდგეთ გვერდზე, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ამით". - განაცხადა გუნცაძემ. 15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში "ქართული ოცნების" ინააღმდეგ გამაფრთხილებელი გაფიცვაა ჩანიშნული.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)