03:26 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 03:00:59, 655 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი არასათანადოდ მოეპყრო

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორ მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს, თუმცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამასთანავე მან, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, იგი ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა. როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics