|
2025-01-10 09:44:57, 480 ნახვა
საზოგადოება
ხარისხიანი ორთოპედიული პროდუქტები ახალ ხედვაში
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ორთოპედიულ პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა, კომპანიის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დანიშნულების ნივთები გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ,,ახალი ხედვის” მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების: Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, FDI france, Anita-ს, Bauerfeind-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. “ახალი ხედვის“ ორთოპედიულ მაღაზიებში მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი. მათ შორისაა: სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორები, ორთოპედიული ბალიშები, წელის კორსეტები/ქამრები, ვარიკოზის მოვლის საშუალებები, შშმ პირთა ეტლები, ხელჯოხები, ყავარჯნები და სხვა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ● ფიქსატორები - სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და მათი დანიშნულებაა, სახსრის მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდოს. ● წელის კორსეტები და ქამრები - იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი, კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად. ● ორთოპედიული ბალიშები - ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას: ძილის, ჯდომის, ყოველდღიური საქმიანობის და მგზავრობის დროს. სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით. ხარისხიანი ორთოპედიული პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ”ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.akhalikhedva.ge
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)