|
2025-01-06 12:14:51, 957 ნახვა
სამართალი
ირაკლი შაიშმელაშვილი - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები, მუქარები და ქვეყნის დატოვების მიზეზები
2024 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა, თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. თავის განცხადებაში მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი იყო “ოჯახური პირობები”. სამსახურის დატოვების შემდეგ, შაიშმელაშვილმა გააკეთა რამდენიმე განცხადება, სადაც ისაუბრა შსს-ს შიდა პროცესებზე და შესაძლო ზეწოლაზე. ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, გადადგომის გადაწყვეტილების შემდეგ მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორებით და ლიკვიდაციით. როგორც შაიშმელაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მუქარა შეეხებოდა მისი შვილის ლიკვიდაციას. ყოფილი პოლკოვნიკი იუწყება, რომ გდდ-ის ერთ-ერთი მოადგილის, მირზა კეზევაძის მხრიდან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლიც გახდა. ირაკლი შაიშმელაშვილმა, ზვიად ხარაზიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზვიად ხარაზიშვილის (იგივე “ხარება”) გდდ-ში მისვლის შემდეგ პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გამოყენება აიკრძალა. ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, ეს ართულებდა სამართალდამცველების იდენტიფიცირებას და ხელს უწყობდა დაუსჯელობას.მისივე თქმით, შესაძლოა, ზვიად ხარაზიშვილი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს დავალებებს. ირაკლი შაიშმელაშვილის მტკიცებით, გდდ უკვე ორი წელია არ იყენებს აშშ-ის მიერ გადმოცემულ შორი ხედვის სადაზვერვო ტექნიკას, რაც ართულებს საოკუპაციო ხაზთან ეფექტურ მონიტორინგს. შაიშმელაშვილის თქმით, ამ ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული ინციდენტების თავიდან აცილება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ განცხადებებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც შაიშმელაშვილი “შარლატანად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის არ იყო მაღალჩინოსანი, არამედ მუშაობდა გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში. კობახიძის თქმით,
ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და დისკუსია გამოიწვია, განსაკუთრებით შსს-ს შიდა პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართ. ამ დრომდე შსს-ს მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამჟამად აშშ-ში იმყოფება. მან საქართველო ოჯახთან ერთად 2024 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მისი თქმით, საქართველოში სამართლის პოვნა გაუჭირდებოდა, რის გამოც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. შაიშმელაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს რეჟიმის მხილება და იმედოვნებს, რომ მისი საბოლოო გაჩერება კვლავ საქართველო იქნება.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)