|
2024-12-27 15:42:13, 596 ნახვა
სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაცია- „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით“
მესამე სექტორის წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ყველა იმ ფაქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას და სექსლურ შევიწროებას გულისხმობდა. ლომჯარიამ საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტა, რომ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პუნქტობრივად ჩამოთვალა ყველა რეკომენდაცია, რომელიც ქალთა დაკავებასთან არის კავშირში. ● თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენლმა; ● პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი; ● ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება; ● პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება ● პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები: ● უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკავებით ● ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკავებით ● პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები. დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ: ● ადვოკატთან დაკავშირება ● სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481) ● სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199) ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)