|
2024-12-23 16:40:27, 460 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) უფროს ვიცე-პრეზიდენტ კრესო ანტონიო პალისკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ და კრესო ანტონიო პალისკამ, ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს და მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ AACI, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის ორგანიზაციების აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობს. როგორც ორგანიზაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც თავის მხრივ მომსახურების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა გაზარდა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან და მის ექსპერტებთან თანამშრომლობა, საქართველოში, კიდევ უფრო განავითარებს ჰოსპიტალურ სექტორს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვაა და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე.
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)