02:28 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 12:47:49, 688 ნახვა

სამართალი
ხატიაშვილი მიქაუტაძეზე: სავარაუდოდ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქალოქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს გადაწყვეტილების შეცვლაში ადანაშაულებს. 
ხატიაშვილის თქმით, მიქაუტაძემ ჩაიდინა სავარაუდო, სისხლის სასამართლოს დანაშაული.  
ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე ერთ-ერთ პიროვნებას უარი უთხრა, რის შედეგადაც მიმართა საქალაქო სასამართლოს და საქმე წარმოებაში გიორგი მიქაუტაძემ მიიღო.
მიქაუტაძემ მისი წერილი ბათილად სცნო, თუმცა ხატიაშვილის თქმით, უკვე დასაბუთებულ ნაწილში მან შეცვალა გადაწვყეტილება და ბათილად სცნო საბჭოს გადაწყვეტილება.
ამ თემაზე ხატიაშვილმა მიმართა პროკურატურას და იუსტიციის საბჭოს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
“ეს არის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და არ შეიძლება ის ადამიანი დაინიშნოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, რომლის მიმართაც არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა. მოსამართლე მიქაუტაძემ გამოაცხადა ერთი გადაწყვეტილება და ბათილად სცნო ჩემი წერილი, და 2 კვირის შემდეგ, როდესაც ჩაგვაბარა გადაწყვეტილება, სულ სხვა რამ ჩაწერა და ბათილად სცნო არა მხოლოდ ზაზა ხატიაშვილის წერილი, არამედ აღმასრულებელი საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილება. მიზანი იყო, დაეფარა სავრაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ მას არ უნდა ეცნო წერილი ბათილად,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics