|
2024-11-30 14:30:30, 539 ნახვა
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 28-30 ნოემბერს აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. „სამსახური, ცხელის ხაზის მეშვეობით, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს, რასთან დაკავშირებითაც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების შესწავლის საგანს, ასევე, წარმოადგენს მედიასაშუალებებით გასული ძალის გადამეტების ინდივიდუალური შემთხვევები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სწავლობენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მედიით გასულ ყველა კადრს და ეპიზოდს, ხვდებიან დაკავებულ პირებს, იზოლატორებსა და საგამოძიებო სამსახურში ტარდება გამოკითხვები, დაშავებულ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს უტარდებათ და ჩაუტარდებათ სამედიცინო ექსპერტიზები, მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)