|
2016-02-29 11:56:31, 1796 ნახვა
სხვადასხვა
გადახდისუუნარობის სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოში გადახდისუუნარობის ძირეული რეფორმის გზამკვლევი - ამ სახელწოდებით კონფერენცია სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობების კვლევა წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე, EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსიის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სოსო ბაღათურია, საქართველოს GIZ ოფისის წარმომადგენლები და USAID G4G პროექტის ხელმძღვანელი მაილო სტევანოვიჩი. სადისკუსიო შეხვედრა ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებს შეეხო. განხილულ იქნა გადახდისუუნარობის პროცესში მონაწილე პირების როლი, ფუნქციები და კომპეტენციები. მსჯელობა წარიმართა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასამართლოს, მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველების, მოვალისა და კრედიტორის თანამშრომლობის შედეგიანობა. ასევე, სიცოცხლისუნარიანი საწარმოების რეაბილიტაციის მექანიზმები, რეაბილიტაციის წინაპირობები, საწარმოს მომზადება და რეაბილიტაციისთვის და გადაწყვეტილების მიღება. კონფერენციაზე მოხდა ქართული სისტემის შედარება საერთაშორისო სტანდარტებთან და აპრობირებულ პრაქტიკასთან. შეხვედრის პროცესში გამოთქმული მოსაზრებები გავლენას მოახდენს გადახდისუუნარობის სისტემის გაუმჯობესების მიზნით მიმართული სამუშაოების შინაარსა და პრიორიტეტებზე. კონფერენცია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაიმართა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)