|
2016-02-29 10:37:30, 5940 ნახვა
კულტურა
“ქართული მოდერნიზმი- მსოფლიო კულტურის ნაწილი” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროში გაიმართება პუბლიკაციის „ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“ პრეზენტაცია. როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და წიგნის ავტორები თეონა ჯაფარიძე და ვატო წერეთელი გაუძღვებიან. უწყების ინფორმაციით, პროექტი „ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“ თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის კვლევითი დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის შედეგად შეიქმნა პუბლიკაცია ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპოქის - მოდერნიზმის შესახებ. გამოცემაზე მუშაობა იმ ავტორთა შერჩევით დაიწყო, რომლებიც წლების მანძილზე ხელოვნების ისტორიის სფეროში მუშაობდნენ - კონკრეტულად კი იკვლევდნენ მოდერნიზმის პერიოდს. ორენოვანი გამოცემა აერთიანებს სხვადასხვა ავტორის 15-მდე თემას და საერთო ჯამში გაჯერებულია ერთი კონკრეტული ეპოქის (მოდერნიზმის) ახლებურად დანახვის მცდელობითა და ექსპერიმენტებით. პროექტზე მუშაობის პროცესში დაიწერა ანოტაციები, ითარგმნა და მოძიებული იქნა ფოტო-დოკუმენტაცია, მოხდა ავტორთა ნაშრომების რედაქტირება. ქართველი ხელოვნებათმცოდნეების ნაშრომებთან ერთად გამოცემაში შესულია ცნობილი შვეიცარიელი არტ-კრიტიკოსის და კურატორი ბიჩე კურიგერი (Bice Curiger) ნაშრომის - „უმანკოების გამოცდილება და სიმღერები” - თარგმანი, რომელიც ფიროსმანის ფენომენის ახლებურ ხედვას წარმოადგენს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)