10:31 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 14:01:09, 598 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალი კუტალაძე სხვა დამნაშავეებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული დაჯგუფების წევრი დავით კუტალაძე სხვა მოძალადეებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მოძალადე პრორუსულ დამნაშევეებს, რუსეთთან დაახლოებული "ალტინფო" ლობირებდა.

დავით კუტალაძე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში რამდენიმე ათეული პირი სასტიკად გაუსწორდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - დაკავებულია მხოლოდ 5 თავდამსხმელი. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ჰქონდა თვალი და სახის ძვლები, დასჭირდა ქირურგიული სამედიცინო ჩარევა. ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს გარდაცვლილი - შსს ექსპერტიზის დასრულებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან. გარდაცვალებიდან მეორე დღეს "შუალედური ქიმიური დასკვნის" საფუძველზე უწყებამ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება გამხდარიყო.

2022 წლის 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მსჯავრდებულს ბრალი შეუმცირა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics