00:50 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 18:32:46, 928 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: ფრაქციის ყველა წევრმა აღიარა, რომ მე-4 კრიტერიუმი არასწორად იყო წარდგენილი

"სხდომა დამთავრდა შედეგიანად, ფრაქციის ყველა წევრმა აღიარა, რომ  მეოთხე კრიტერიუმი, რაც წარადგინეს, არასწორად გაგებული და წარდგენილი იყო",-ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა  კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ  განუცხადა.
სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით  საპარლამენტო უმრავლესობის პრეტენზიები განიხილეს.
"სხდომა დამთავრდა შედეგიანად.ფრაქციის ყველა წევრმა აღიარა, რომ ის მეოთხე კრიტერიუმი, რაც იქნა წარდგენილი, არის არასწორად გაგებული და წარდგენილი. მეოთხე კრიტერიუმში იმის მოსაზრება, რომ პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანში ვიგულისხმოთ პარტიის, პარლამენტის, ან ადგილობრივი ხელისუფლების წევრი, ეს არის დიკსრიმინაციული მიდგომა.ამიტომაც, ყველამ გაიზიარა, რომ ეს კრიტერიუმი თავისი არსით იყო არასწორად გაგებული და აქედან გამომდინარე იყო ეს პრობლემა",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics