|
2024-11-11 13:44:45, 1302 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში კარტოფილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს “კაიფრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნული საწარმო ორიენტირებული იქნება რეგიონში წარმოებული კარტოფილის მიღებაზე, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. “საწარმო სეზონზე 1 000 ტონამდე კარტოფილს მიიღებს, საიდანაც გაყინული კარტოფილის ფრი დამზადდება, რომელიც მიწოდებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზრებზე ასევე სუპერმარკეტების ქსელში. საწარმო, რომლის თანადაფინანსების ნაწილი 200 000 ლარით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინასებით და არასამთავრობო ორგანიზაცია სენის 114 000 ლარით განხორციელდა 20-მდე ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება. შპს “კაიფრი'“-ს საინვესტიციო ბიუჯეტი კი, 1 200 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)