00:36 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 19:46:32, 868 ნახვა

სამართალი
ციხისძირში "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს

ციხისძირში პოლიცია და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური სამართალდამცველების მიერ კარვების აღებას მოჰყვა.

პოლიციელებს კარვები გადაჰქონდათ იმ ადგილას,  სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.

დაპირისპირებისას"ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს. მათ ბრალი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით  წაუყენეს,  რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics