|
2016-02-26 18:32:00, 1064 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა
საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ქართული მხარე მიესალმება ეუთო-სთან უფრო ახლო ურთიერთობას საქართველოში და ამ მხრივ შესაძლოა სხვადასხვა მიმართულება იყოს განხილული. საუბარი შეეხო ასევე, გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის შეხვედრას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც გიუნტერ ბეხლერის მანდატი, ძირითადად, საქართველოსთანაა დაკავშირებული. მან თავდაცვის მინისტრს აღნიშნული ფორმატის ფუნქციონირებაზე უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განხილული საკითხები თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა და საქართველოში ეუთო-ს ფუნქციონირების აუცილებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „2008 წლის ომის შემდეგ ეუთო-ს ჩვენ ქვეყანაში ოფისი აღარ აქვს და მათი საქმიანობაც შეზღუდულია. გასულ კვირას შესაძლებლობა მქონდა ვენაში ეუთოს გენერალურ მდივანს შევხვედროდი; ასევე ბევრი შეხვედრა გავმართე ბევრ კონკრეტულ თემაზე, მიმართულებაზე, შესაძლებლობაზე. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობებით როგორ მოვახერხოთ, რომ საქართველოში ეუთოს ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც აღდგეს. ბატონ ბეხლერთან დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე ვისაუბრეთ. ის ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია, მისი მანდატი, გამომდინარე იქიდან, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეა, ეუთო თანათავმჯდომარეა, დიდწილად სწორედ საქართველოსთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია მის მანდატში. ეს იყო ერთგვარი კონტაქტის გახსენება-შეხვედრა, სადაც გავცვალეთ აზრები, თუ როგორ შეიძლება ვითანამშორმლოთ უფრო ინტენსიურად იმისათვის, რომ შედეგები უფრო მყისიერი იყოს,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. „ეუთოს სპეციალური დესპანის რანგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველად ვესტუმრე. ამჟამად ჩემი საქმიანობის სფერო, ძირითადად, სამხრეთ კავკასიის საკითხებით, საქართველოსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით შემოიფარგლება. შეხვედრაზე ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ ეუთო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეუთო-ს მუშაობაზე რეგიონსა და საქართველოში. თავდაცვის მინისტრი ახლახან დაბრუნდა ვენიდან, სადაც მან ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა. ჩვენ ამ თემასაც შევეხეთ. ასევე გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. შევთანხმდით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს,“ - აღნშნა გიუნტერ ბეხლერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)