|
2016-02-26 16:52:23, 1709 ნახვა
კომენტარი
რატიანი პატრიაშვილის დაჭრაზე: „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა გარემო, სადაც ოპონენტებზე თავდასხმა წახალისებულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვიმლა დაამკვიდრა. „ესაა შემაძრწუნებელი და მძიმე დანაშაული. ვიმედოვნებ გამოძიება სწრაფად დასრულდება და არ ჩადგება იმ საქმეთა რიცხვში, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღდეგ ხორციელდება და გამოუძიებელი რჩება. ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბიძინა ივაშვილმა დაამკვირდა“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. პარტიის კიდევ ერთი წევრის, სერგო რატიანის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა გარემო, სადაც ოპონენტებზე თავდასხმა წახალისებულია. „როცა მსგავსი ფაქტები ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა გარემო, სადაც დანაშაული, ოპონენტებზე თავდასხმა წახალისებულია. ბევრი ასეთი ფაქტი დაგროვდა უკვე ბოლო 3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა სერგო რატიანმა. ცნობისთვის, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. ალექსი პეტრიაშვილს ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)