00:36 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 16:18:01, 1085 ნახვა

სამართალი
ეკა მიშველაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე: ის ვინც ეს ჩაიდინა ციხეში უნდა იჯდეს

ის ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს და უახლოეს მომავალში კითხვებზე პასუხებს ველოდები, რატომ მოხდა და რისთის, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის მეუღლემ, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიშველაძის თქმით, ამ დროისთვის მისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი. მიშველაძე იმედს იტოვებს, რომ პოლიცია მომხდარს გამოიძიებს.

"ვიცი, რომ საზოგადოების და მედიის მხრიდანაც ინტერესი ძალიან დიდია. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა. მე იქ არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ ეს სასაფლაოზე მოხდა. ბუკა დღეს ლევან მიქელაძის სასაფლაოზე იყო მისული, იმიტომ, რომ დღეს ლევანს დაბადების დღე აქვს. ახლა ბუკა საოპერაციოშია. როგორც ექიმები ამბობენ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყოველ შემთხვეში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მე მინდა ერთი რამ ვთქვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკლვევს თუ რა და როგორ მოხდა და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ის ვინც ეს ჩაიდინა ციხეში უნდა იჯდეს. უახლოეს მომავალში ველოდები პასუხებს, თუ რატომ და რისთის მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics