|
2024-10-22 10:00:36, 694 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოებისთვის იქნება გამოყენებული
ამერიკის შეერთებული შტატები 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, “პუტინს ეშინია მშვიდობის და სწორედ ამიტომ ეძებს გზებს, რომ გაზარდოს აგრესია და ახლა ჩრდილოეთ კორეა ფრონტზე გამოიყვანოს“. “მზადდება კიდევ ერთი ცალკეული პაკეტი - 800 მილიონი დოლარი უკრაინული დრონების წარმოების დასაფინანსებლად. უკრაინა მადლიერია ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური საფრთხის მიუხედავად, უკრაინამ შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. აშკარაა, რომ პუტინს ეშინია მშვიდობის და სწორედ ამიტომ ეძებს გზებს, რომ გაზარდოს აგრესია და ახლა ჩრდილოეთ კორეა ფრონტზე გამოიყვანოს. ეს არის ნათელი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, ვისაც მხოლოდ ომი სურს. და ასეთ ვითარებაში, მე მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ყველა სახელმწიფოსი, ვინც ახლა აძლიერებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა პირველ, დამწყებ სამშვიდობო სამიტს და გვეხმარება მეორე სამიტის მომზადებაშიც“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)