11:51 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 17:49:48, 719 ნახვა

ომი უკრაინაში
ფიცო - უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება

უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა ეროვნული საბჭოს კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფიცომ თქვა, რომ 17 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს ერთგვარი მინიშნება, რადგან "უცებ გაჩნდა უკრაინის ნატოში მიწვევის თემა".

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, ნატოში უკრაინის მიწვევა "საფასურის გარეშე" იქნება. 

"რუსები არ დატოვებდნენ ყირიმს და სხვა ტერიტორიებს, როგორიცაა დონეცკი ან ლუგანსკი, რადგან სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ. სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს დაუჭერს ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას",- განაცხადა ფიცომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics