|
2024-10-16 15:50:44, 653 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რადას უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ დეტალები წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "გამარჯვების გეგმის" დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო Telegram-ზე ავრცელებს. მისი განცხადებით, უკრაინის "გამარჯვების გეგმა" 5 პუნქტისგან შედგება. "გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატოში, რისთვისაც პარტნიორების გადაწყვეტილებაა საჭირო. მეორე პუნქტში საუბარია ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა შეიცვალოს რუსეთის მოქალაქეთა განწყობა, ასევე მოკავშირეების ჩართვაზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე. მესამე პუნქტი გულისხმობს უკრაინაში "კომპლექსური არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის" განთავსებას, რაც საკმარისი იქნება ქვეყნის მომავალში დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცათ. ამ პუნქტში საუბარია ასევე დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებაზე. მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის შეთანხმებას მოკავშირეებთან, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკრაინაში მრავალი ქვეყნისთვის საინტერესო ძვირფასი რესურსების, კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის მოპოვებაში ინვესტიციების დაბანდების შესახებ, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება. გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას ნატოსა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად",- წერს გონჩარენკო. ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის "გამარჯვების გეგმას" ევროპულ საბჭოს წარუდგენს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)