|
2024-10-16 15:33:23, 1167 ნახვა
რეგიონი
24-25 ოქტომბერს, ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
24-25 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება. „ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელსაც „გარდენია შევარდნაძე“-ს დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე წარმოაჩენს. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)