|
2024-10-10 12:49:08, 1057 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით BMC-ში იმყოფებოდა
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა - თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილე მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - BMC იმყოფებოდა. მინისტრმა პაციენტების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა. "მოხარული ვარ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება გასულ წლებთან შედარებით ამაღლებულია. მოიხსნა სტიგმა, დისკრიმინაციული მიდგომები და უკვე ადამიანები თამამად საუბრობენ ამ საკითხზე. ჩვენ მოვინახულეთ პაციენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები და სამედიცინო პერსონალთან გავმართეთ შეხვედრა. გავაცანით ყველა სიახლე, რომელთაც 2025 წლისათვის სამინისტრო გეგმავს, არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობის, არამედ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებისა თუ სოციალური სერვისების მიმართულებით. რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მხარდამჭერ პროგრამებს, სახელმწიფო ფარავს ყველა ძირითად საჭიროებას, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს ფსიქიკური პრობლემების მქონე და გერიატრიული პაციენტების თავშესაფარს, სადაც ჯამში მუდმივად 146 ბენეფიციარია ჩართული. სახელმწიფო პროგრამის პარალელურად ყოველწლიურად მზარდია პროგრამების დაფინანსება. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის გამოწვევა, რაც პროგრამის განხორციელებისას იკვეთება მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა 2017 წელს აამოქმედა და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა. პროგრამის ბენეფიციარები არიან ხანდაზმულები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს. სამინისტრო ასევე ახორციელებს „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში 24 საათიანი სერვისი მიეწოდება 96 ბენეფიციარს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)