|
2024-10-03 17:46:15, 780 ნახვა
ომი უკრაინაში
მარკ რუტე - უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და გამარჯვების უზრუნველყოფა ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია
მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატოს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუტეს თქმით, ნატო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. “ჩემთვის, ჩემი მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატოს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია“,- განაცხადა მარკ რუტემ. ახლადარჩეულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა თავად მოკავშირეებსაც სჭირდებათ. “სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ასეთი ერთგულები, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს გამოხატავს“,- აღნიშნა რუტემ. მან ასევე გაიხსენა, რომ მოკავშირეებმა უკრაინას “უპრეცედენტო მხარდაჭერა“ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკვე გაუწიეს. ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ უსაფრთხოების 99% უკრაინას ნატოს წევრი ქვეყნებიდან ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის პოსტი ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს დაიკავა. ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრად ყოფნისას მარკ რუტე ფრონტის ხაზზე, უკრაინაში ჩავიდა და ხარკოვს ეწვია, სადაც ხელი უკრაინისა და ნიდერლანდების უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, დაბომბილი სახლები მოინახულა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)