|
2016-02-23 13:38:26, 3684 ნახვა
Lifestyle
ხათუნა ლაგაზიძე: თურქეთი უმძიმესი არჩევანის წინაშეა, საკუთარ საზღვართან დათანხმდეს ქურთული ავტონომიის შექმნას, ან ჩაერთოს რუსეთთან კონფრონტაციაში
„თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ, ქურთული ავტონომიის შექმნა, რასაც რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს, ფაქტობრივად ნიშნავს თურქეთის სახელმწიფოს რღვევის მრავალწლიანი, სისხლისმღვრელი პროცესის დაწყებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ში „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პოსტს აქვეყნებს. პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელი აცხადებს, რომ თურქეთი უმძიმესი არჩევანის წინაშეა ან დათანხმდეს თურქული ავტონომიის შექმნას, რაც სისხლისმღვრელი პროცესის დაწყებას გამოიწვევს, ან დაიწყოს სამხედრო ოპერაცია სირიაში, რაც რუსეთთან კონფრონტაციის ტოლფასია. „მსოფლიოს ლიდერები უკვე ხმამაღლა საუბრობენ რუსეთ-თურქეთს შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე: თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ, ქურთული ავტონომიის შექმნა, რასაც რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს, ფაქტობრივად ნიშნავს თურქეთის სახელმწიფოს რღვევის მრავალწლიანი, სისხლისმღვრელი პროცესის დაწყებას. თურქეთი უკიდურესად მძიმე არჩევანის წინაშეა: ან შეეგუოს ქურთული ავტონომიის შექმნას საკუთარ საზღვრებთან, რითიც საფუძველს დაუდებს მრავალწლიან კონფლიქტს ქურთებთან საკუთარ ტერიტორიაზე, ან დაიწყოს სამხედრო ოპერაცია სირიაში, რაც რუსეთთან კონფრონტაციის ტოლფასია; ევროკავშირი, რომელიც ვერაფრით უმკლავდება მიგრანტთა უზარმაზარ ნაკადებს, დაჩქარებული წესით განიხილავს, კონფლიქტის თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევის შემთხვევაში, მიგრანტთა ახალი - თურქული - ტალღის გაჩენის შესაძლებლობას და ევროკავშირის მოსალოდნელ რეაქციას ამ უზარმაზარ გამოწვევაზე; აღარაფერს ვამბობთ, რუსეთსა და ნატოს წევრ - თურქეთს - შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს წინაშე მდგარ გამოწვევაზე; აზერბაიჯანი, რომელიც კარგად აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეებს, ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს რუსეთსა და თურქეთს შორის და ა.შ. ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ყოველდღე საჯაროდ განიხილავს მმართველ კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირების დეტალებს. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა და შესაბამისად, აუცილებელია პროფესიონალთა აქტიური ჩართვა ამ პროცესში, თუნდაც კონსულტირების და მოსაზარებათა ურთიერთგაცვლის დონეზე“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)