|
2016-02-23 11:24:02, 1072 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოფენა გაიხსნა
„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…” - ამ სიტყვებით გაიხსნა „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართული გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოგამოფენა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სასწავლებელში გენერალ კვინიტაძის რესტავრირებული სამხედრო მუნდირი, ხელნაწერები, ჯილდოები და პირადი ნივთებიც გამოიფინა. სამხედრო სასწავლებლის მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე კი ახალგაზრდებს „ცოდნის კვირეულის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატების მიღწევა სწორედ განათლებითა და ცოდნითაა შესაძლებელი. „თავდაცვის სამინისტროში გრძელდება „ცოდნის კვირეული.“ კვირეულის არსია, ხაზი გავუსვათ, რომ ცოდნა არის მთავარი ფასეულობა, რითაც სამხედრო მოსამსახურე აღწევს პირად და კარიერულ წარმატებას. ამით ჩვენი უწყება აღწევს წარმატებას და ჩვენი სახელწმიფო აღწევს გამარჯვებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ. მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტებთან ერთად ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა საითიძემ მათ საჯარო ლექცია „გენერალი გიორგი კვინიტაძე“ წაუკითხა. დღესვე კადეტთა ლექსების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელების მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ თეატრალური წარმოდგენით დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ცოდნის კვირეულს“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით ახორციელებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)