|
2024-09-27 18:46:13, 1142 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე მარი ზანაქიძესთან ერთდ, საქართველოში გაეროს ახალ მუდმივ კოორდინატორს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ტელემედიცინის პროექტის პილოტირების ფარგლებში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთდ, საქართველოში გაეროს ახალ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მინისტრი გაეროს წარმომადგენელს ესაუბრა სამინისტროს საქმიანობის შესახებ, განიხილეს ტელემედიცინის პროექტის მიმდინარეობა. "საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის ზრდის მიზნით, მიმდინარეობს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელე-მედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების”. პროექტის ფარგლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ტელემედიცინის პროექტის პილოტირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყება. პირველ ეტაპზე დაიწყება შემდეგი ინსტრუმენტების პილოტირება: ალტერნატიული ონლაინ ანტენატალური ვიზიტების და ექსპერტთა ელექტრონული ჰაბის დანერგვა, რომელის საშუალებითაც ადგილობრივ მეან-გინეკოლოგებს საშუალება ექნებათ მოიძიონ მეორე ესქპერტული მოსაზრება ქვეყნის წამყვან დედათა ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისაგან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)