|
2024-09-25 13:28:01, 1058 ნახვა
რეგიონი
მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება
28-29 სექტემბერს, აჭარაში მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, 28 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის მთავარი შემსრულებლები: ერისიონი, ზვიად ბოლქვაძე, ბენდი კახუჩელა და ხანუმები იქნებიან. იქვე მოეწყობა კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ჯგუფი “რეგიონი“ მსმენელის წინაშე 29 სექტემბერს, გონიოს ციხე სიმაგრეში გამართულ კონცერტზე წარსდგება და მაყურებლის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. კონცერტი ქედის ცენტრალურ პარკშიც გაიმართება. კონცერტებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. “მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს წელს საქართველოში ჩაატარებს. 27 სექტემბერს, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია “ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)