|
2016-02-22 16:22:51, 1074 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ. შვიდ წონით კატეგორიაში გამართულ ასპარეზობაში 35 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ-სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. ოქროს მედლები მოიპოვეს: უჩა სადუნაშვილმა, ვალერი კალაძემ, დავით ხუციშვილმა, რევაზ ჯანელიძემ, გიორგი ქენქაძემ, დავით ჯაოშვილმა და გურამ გრიგოლიამ. ვერცხლის მედლები - შოთა ორთოიძემ, გიორგი მურადაშვილმა, ბონდო კიკაძემ, შოთა ბენიძემ, გიორგი მოდებაძემ, გოჩა ბალაძემ და ზვიად გედენიძემ. ხოლო, ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: ვაჟა ქაროსანიძე, ბექა ბადაშვილი, ლევან მესხი, ლევან გორგოძე, თეიმურაზ რუსტამოვი, ზვიად კომახიძე, ივანე მჭედლიშვილი, თორნიკე ჩიხლაძე, თემურ ბეგიაშვილი, დიტო მურადაშვილი და თემურ გოგუა. გუნდური პირველობა IV მექანიზირებული ბრიგადის გუნდმა აიღო და, შესაბამისად, სპეციალური თასით დაჯილდოვდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)