19:55 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 17:29:57, 925 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ.

"დღეს, ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგემება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და გიდით. გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ. გარდა გასვლითი ტურებისა, ასევე იგეგმება კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics