|
2024-09-14 19:21:33, 446 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - ასე მიმართა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში გამართულ შეხვედრაზე შეკრებულ მოსახლეობას. კალაძის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. "მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საქართველოს შუა ქართლიდან, ადგილიდან, რომელსაც „საქართველოს გულს" უწოდებენ. მწამს და მჯერა, ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი ერთობა არის გარდაუვალი და მარადიული. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ დაიცვეს საქართველოს მოსახლეობა, ვერ აარიდეს ქვეყანას ომი და უბედურება, დღესაც ცდილობენ ისევ ომში ჩაგვითრიონ. უცხოური ძალების დაკვეთით, დღეს კიდევ უფრო გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. თუმცა აქ მინდა ვუთხრა ყველას, სრულიად საქართველოს, რაც არ უნდა შემოტევები იყოს და რაც არ უნდა შეურაცხყოფები მოდიოდეს, რაც არ უნდა შანტაჟები და მუქარები იყოს, ქართველ კაცს ვერავინ დააჩოქებს და სანამ „ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესს, ყოველთვის დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანა უკან მიდის, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ითვალისწინებს - გამჭვირვალობას, თითქოს რუსულია. ამ ყველაფერს გვეუბნება ხალხი, ვინც სააკაშვილის ბოროტებას და რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსემიებს. მე აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში, როგორი ძარცვა, გაუბედურება, კვლა ახალგაზრდების, ბიზნესების წართმევა და ეს ყველაფერი ინიღბებოდა დემოკრატიის შუქურით. დღეს ყველაფერი ცხადია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამართლებრივად შეფასდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა . რადგან ვერასდროს, ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებს შესწიროს. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის... სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი! "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება! ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერი ჩვენი დღეა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა! გაგიმარჯოთ ჩემო ქართველებო! ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!", - განაცხადა კალაძემ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)