13:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 21:18:56, 304 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა, რომელთაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ერჩივნათ და ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას

რაზეც ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, თითქოს საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროა გაყინული და ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თანხა ქვეყანას გადაეცემა. 

კალაძის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

"მორიგი სისულელე და დეზინფორმაციაა, რითაც უნდათ საზოგადოების შეყვანა. ხომ გახსოვთ კანდიდატის სტატუს სანამ მოგვცემდნენ განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მილიარდობით გრანტები დაკარგა საქართველომ. მათ არ აქვთ სალაპარაკო ხალხთან რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სჯობს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, მეორე ფრონტის გახსნას და სანქციების მიერთებას ითხოვდნენ, რითაც ქართველი კაცი დაზიანდებოდა, ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა.  დღესაც რასაც საუბრობენ სიყალბეა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა",  - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics