|
2024-09-10 16:34:18, 290 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს
პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების" გურიის დელეგატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის წევრებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ლიდერებმა ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე. "ქართული ოცნების წევრებმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს. ოზურგეთის თეატრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოზურგეთში დავით დარჩია, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და "ქართული ოცნების" გურიის ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი ნათია გოლიაძე. „ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა თანამოქალაქეებთან ოზურგეთში. ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება - მშვიდობის შენარჩუნება, უსაფრთხოების და სუვერენიტეტის განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის გარანტორიც არის „ქართული ოცნება", ასევე, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც აქ საზოგადოებას აინტერესებს. მათი მხარდაჭერა არის ძალა და შესაძლებლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოების განმტკიცება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მინდა, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გყავთ წარმომადგენელი დელეგატის სახით, რომელიც აქტიურად იზრუნებს რეგიონის უფრო მეტი წარმატებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" ლიდერებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის! მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და მხარდამჭერებს, რომლებთან ერთადაც მუნიციპალიტეტებში არაერთი გამარჯვება ვიზეიმეთ. მჯერა, 26 ოქტომბერს გურია მშვიდობას და სწრაფ განვითარებას დაუჭერს მხარს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!"- მიმართა გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ საზოგადოებას. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)