|
2024-09-09 13:02:58, 746 ნახვა
ომი უკრაინაში
გაეროს მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვმა, სულ მცირე, 24 614 ადამიანი შეადგინა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ - 11 743. ამის შესახებ მონაცემები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველომ (OHCHR) გამოაქვეყნა. გაეროს მონაცემებით, აგვისტოში უკრაინაში, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 856 კი დაშავდა. "გაერო კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად სამოქალაქო ზიანის შესახებ ინფორმაციას წყაროების ფართო სპექტრიდან აგროვებს, მათ შორის მსხვერპლებთან, მათ ნათესავებთან და მოწმეებთან ინტერვიუებიდან, ღია წყაროს ინფორმაცია, მათ შორის ფოტო და ვიდეომასალა, სასამართლო ექსპერტიზის ჩანაწერები და ანგარიშები, სისხლის სამართლის გამოძიების მასალები, სასამართლო დოკუმენტები, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, სამართალდამცავი და სამხედრო პირების საჯარო მოხსენებები, სამედიცინო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემები - ყველა წყარო და ინფორმაცია ფასდება მათი შესაბამისობისა და სანდოობის მიხედვით და გადამოწმებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, დადასტურებას დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ დასკვნები შეიძლება გადაიხედოს და რიცხვები შეიცვალოს",- აღნიშნულია გაეროს ანგარიშში. გაეროს მონაცემების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში სულ დაიღუპა 5 692 მამაკაცი, 3 534 ქალი, 338 არასულწლოვანი ბიჭი და 275 გოგონა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული 28 ბავშვისა და 1 876 მოზრდილის სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად აგვისტოში, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი 91% და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების დაზიანება 95% იყო. თავდასხმების შედეგად ამავე თვეში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო დააზიანა 28 სამედიცინო და 38 საგანმანათლებლო დაწესებულება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)