|
2024-09-03 17:11:31, 1104 ნახვა
რეგიონი
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის პირველადმა შედეგებმა 200 მილიონს გადააჭარბა
შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, კამპანიის პირველადი შედეგებით, აჭარის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ (Reach) 200 მილიონს გადააჭარბა, რაც 100 მილიონით აღემატება გასული წლის შედეგებს. "კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამ ეტაპზე, კამპანიის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება, გამოვლინდება კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით, რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები. კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. შარშან, ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონი წვდომა დააგროვა. გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ გამომწერებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)