|
2016-02-19 16:40:46, 1009 ნახვა
სამხედრო
„სწავლების დაგეგმვის პროცესის“ საერთაშორისო კურსი დასრულდა
თბილისში, სასტუმრო „Holiday Inn“-ში „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ ორკვირიანი საერთაშორისო კურსი დასრულდა. როგორც “ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ და კანადის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჯონ ჰოლმსმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს. „ეს იყო მორიგი კურსი, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს კანადის თავდაცვის სამინისტრო. სწავლება ეხებოდა წვრთნების დაგეგმვას. დაგეგმვის თემა და, კონკრეტულად, წვრთნების დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ძალიან ბევრი წვრთნა ტარდება პარტნიორ ქვეყნებთან ერთად და ამ წვრთნებისთვის კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულნი. ჩვენი თანამშრომლობა კანადასთან ახალ, უფრო ღრმა და ინტენსიურ ეტაპზე გადადის, შედეგად კი ჩვენი განათლებისა და სამხედრო მომზადების დონე სერიოზულად გაიზრდება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. სემინარში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ, დაეხვეწათ სამხედრო სწავლებების მეთოდოლოგიური დაგეგმვა. ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგებოდა, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ კურსი კანადის და საქართველოსა და თავდაცვის სამინისტროებმა ერთობლივად დაგეგმეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეული 17 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)